fbpx
სიახლე
  • დეკემბერი 25, 2023

შენი მანქანა ლაპარაკობს

რადგან ახლა ამ ბლოგს კითხულობ, ესე იგი უკვე გაქვს ინფორმაცია OneClub-ზე, თუმცა კიდევ უფრო ვრცლად მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის ეს აპლიკაცია შენს ყოველდღიურობას. 

რას ნიშნავს შენი მანქანა ლაპარაკობს?

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გზით დადიხარ სამსახურში, რომელ ბენზინგასამართთან ჩერდები, რომელ ავტო სერვისს იყენებ, რა მანქანა გყავს, გამოცდილი მძღოლი ხარ, ახალბედა თუ, უბრალოდ, ავტომოყვარული. საერთოდაც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ფეხით ხარ, თუ მანქანით. 

მოკლედ, მთავარია, მოძრაობდე – შენი ავტომობილის ხმას ჩვენ გაგაგონებთ.

როდის რა სჭირდება, როდის რა აქვს გამოსაცვლელი, სად რა ჯდება თითოეული სერვისი, ვინაა სანდო მრჩეველი, როგორია სხვების გამოცდილება – მოკლედ, ყველაფერი, რაც ავტომოყვარულებს შეიძლება დასჭირდეთ, ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ეს არის ყველაზე დიდი კლუბი, რომელშიც ონლაინ თანამეგზურები თავად ადგენენ ავტოსახელოსნოების რეიტინგს და ერთმანეთს არჩევანის გაკეთების პროცესს უმარტივებენ, სადისკუსიო ველში კი, ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. შესაბამისად, იღებენ ზუსტად იმ ხარისხს, ფასს და მომსახურებას, რომელსაც თავად ირჩევენ.

აპლიკაციიდანვეა შესაძლებელი გამოძახების სერვისით სარგებლობაც – თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდა, ავტოასისტენტი, ან ევაკუატორი დაგჭირდა.

OneClub-ის სასარგებლო ფუნქციონალებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ხარჯების კონტროლის მოდულია, რომელიც საშუალებას გაძლევს თვალი ადევნო როგორც საკუთარ დანახარჯებს, ასევე შემოსავლებს – რომ იცოდე როდის, სად, რაში და რამდენი დახარჯე. 

უფრო მარტივად – შენს ავტომობილს მალე ციფრულ ავტოფარეხში მოათავსებ, მის ნათქვამ ყველა სიტყვას გაიგონებ და კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდი ავტომობილით მგზავრობას.

რატომ მეგზური ასისტენტი?

ორწლიანი კვლევის შედეგად, დავადგინეთ 5 ძირითადი საკითხი, რომელიც ავტომომხმარებლებისთვის პრობლემურია:

  • სანდოობა
  • გამჭვირვალობა
  • მოხერხებულობა
  • ხარისხი
  • ფასი

ჩვენ კი, შევქმენით ერთი აპლიკაცია, რომელიც ყველა პრობლემას ერთად ჭრის – არის საქართველოში პირველი ციფრული ავტოკლუბი, პირველი ციფრული ავტოფარეხი და პირველი მეგზური ასისტენტი!

 

ka_GE