fbpx
image
image
image
შენი მანქანა ლაპარაკობს image

მოგესალმები ავტომომხმარებლების უდიდეს კლუბში

OneClub აპლიკაციაა, რომელიც ყველა ფუნქციონალსა და სერვისს აერთიანებს, რაც კი მოძრაობისას შეიძლება დაგჭირდეს.
და, რაც მთავარია, ესაა სივრცე, სადაც ონლაინ თანამეგზურებს იპოვი, გაუზიარებ საკუთარ გამოცდილებას თუ გულისტკივილს და მგზავრობის პროცესს ბევრად უფრო გაიმარტივებ.

image
image
image
რატომ უნდა გადმოწერო?

სულერთია გამოცდილი მძღოლი ხარ, თუ ახალბედა

OneClub არის სივრცე, რომელიც ყველას აერთიანებს. სივრცე, სადაც თანამოაზრეები ერთმანეთს პოულობენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, რისი მეშვეობითაც გაცილებით მარტივად აგვარებენ ავტომობილის არსებულ, თუ პოტენციურ პრობლემებს და ამავდროულად უამრავ ბენეფიტს ღებულობენ, თუმცა თავგადასავალი აქ არ სრულდება - პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება!

image
image
image
ფუნქციები image

ხარჯების კონტროლი

აპლიკაციაშივე დაითვლი, როდის, რომელ პროდუქტზე, რა სერვისზე, რატომ და რამდენი დახარჯე.

image
image
image
ფუნქციები image

კლუბის წევრები - დამხმარე მეგზურები

რა ხდება მაშინ, როცა რაიმე კითხვა გაქვს, ან გზად რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება?

ამ დროს შენთან კლუბის წევრები ჩნდებიან!

აპლიკაციის პირველივე გვერდი სადისკუსიო ველია, სადაც წერ კითხვას, იღებ რჩევებს და უსმენ სხვების გამოცდილებას. პასუხებს შორის, სპეციალური ნიშნით გამორჩეულ პროფესიონალ ტექნიკოსებსაც ამოიცნობ, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

image
image
image
ფუნქციები image

ასისტენტის შეხსენებები

ბოლოს როდის გამოცვალე ზეთი, ზეპირად თუ გახსოვს?😊 მეგზური ასისტენტი შეგახსენებს, როდის უწევს შენს მანქანას სხვადასხვა გეგმიური სერვისის გავლა, გადამოწმება თუ რომელიმე ნაწილის შეცვლა.

image
image
image
ფუნქციები image

ყველა სერვისი ერთ სივრცეში

ავტო ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ერთ აპლიკაციაში გეყოლება.
ავტო სერვისებს ფასებით, რეიტინგებითა და კლუბის წევრების მიერ გაზიარებული გამოცდილებით შეაფასებ, ერთმანეთს შეადარებ და შენთვის ყველაზე ოპტიმალურს ამოირჩევ.

ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ მოგიწევს მანქანისთვის გამოყოფილი ხარჯების ბუნდოვნად წარმოდგენა, აღარ გაგეწელება მანქანის მოვლისა და გამართვის პროცესები თვეობით და აღარ მოგეჩვენება მანქანის ყოლა დამატებით ტვირთად.

OneClub
კიდევ რა ფუნქციები აქვს აპლიკაციას?

მე მრავალფუნქციური აპლიკაცია ვარ
იმდენად მრავალფუნქციური, რომ აუცილებლად მოისურვებ ჩემთან ხშირ ურთიერთობას.🚗

ფორუმი

მოძებნე მარტივად

ჩემი ფილტრების მეშვეობით, მარტივად მოძებნი შენთვის საინტერესო თემატიკის პოსტებს

  • გაფილტრავ კონკრეტულ კატეგორიას

  • არ მოგიწევს დროის დაკარგვა

image
ციფრული ავტოფარეხი

რამდენიმე მანქანა ერთად

ასევე შეძლებ, ციფრულ ავტოფარეხში ერთზე მეტი ავტომობილი შეიყვანო და ყველა მანქანა ერთი პროფილით აკონტროლო

image
ასისტენტი

გამოძახების სერვისები

თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდება, ავტოასისტენტი, ან ევაკუატორი დაგჭირდება - გამოძახების სერვისებსაც გამოიყენებ

  • ევაკუატორი

  • საწვავის მიწოდება

  • ავტოასისტენტი

image
ka_GE